Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721600&print=yes&view=jobs
 
ბარების მენეჯერი - ბოდბე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული. სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.

პოზიცია: ბარების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ბარების ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტურად მართვა და კონტროლი;
** ბარების მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე ზრუნვა;
** ბარის თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, მართვა, მოტივირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** ბარის გუნდის გადამზადება მომსახურების სტანდარტების, სასმელების ცოდნისა და გაყიდვების მიმართულებით;
** ბარების რესურსების, პროდუქციისა და საოპერაციო დანახარჯების ეფექტური კონტროლი, ქოსთის მონიტორინგი, დანაკარგების შემცირებაზე მუშაობა და ფინანსური ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** ბარის მენიუს განვითარებაში მონაწილეობა, ახალი პროდუქტებისა და კოქტეილების შეთავაზება ბაზრის ტენდენციებისა და სასტუმროს კონცეფციის შესაბამისად;
** გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და ბარების შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა;
** ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის მუდმივი კონტროლი;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უზრუნველყოფა ოპერაციული პროცესების შეუფერხებლად წარმართვისთვის;
** სტუმრების უკუკავშირის ანალიზი, პრობლემური საკითხების დროული მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ბარების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ყველა ცვლაში;
** სასტუმროს შიდა პოლიტიკის, სტანდარტებისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი ;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ბარების მენეჯერი"

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს** "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა. არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.

"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია