Робота для біженців з України
სომელიე - ბოდბე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომელიე
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.

სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.

პოზიცია: სომელიე
მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს რესტორნებსა და ბარებში სტუმრებისთვის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შესახებ რეკომენდაციის გაწევა, მათი გემოვნებისა და შეკვეთილი მენიუს შესაბამისად;
** სტუმრებისთვის მაღალი სტანდარტის სერვისის უზრუნველყოფა და სასმელების, ღვინისა და ვაზის კულტურის შესახებ ინფორმაციის პროფესიონალურად მიწოდება;
** ღვინისა და სასმელების მენიუს განვითარებაში მონაწილეობის მიღება, ახალი პროდუქტების შეთავაზება და შესაბამისი კომბინაციების შერჩევა;
** რესტორნისა და ბარის თანამშრომლების ტრენინგებისა და ცოდნის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და სერვისის სტანდარტების მიმართულებით;
** ღვინის მარაგებისა და სასმელების ინვენტარის კონტროლი, საჭიროებების იდენტიფიცირება და გუნდის შესაბამის წევრებთან კოორდინაცია შეკვეთებისა და მომარაგების პროცესში;
** სასმელების შენახვის, მოწოდებისა და სერვირების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად;
** თანამშრომლებთან პროფესიონალური და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება, სამუშაო პროცესში მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება;
** სტუმრების უკუკავშირის ანალიზი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** სასტუმროს სერვისისა და სტუმარმასპინძლობის სტანდარტების შესაბამისად მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სომელიე"

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.

"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე