Робота для біженців з України
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მართვის ჯგუფის უფროსი - ბოლნისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მართვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: RMG
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 22 მაისი
კომპანია "არ ემ ჯი" (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ბოლნისის რ-ნი, დაბა კაზრეთი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მართვის ჯგუფის უფროსის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიაში გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისათვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების დასახვა და განხორციელება;
** "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების მართვა და ზედამხედველობა;
** გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენისა ან გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენისათვის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების შემუშავება და გეგმებში ცვლილებების შეტანა;
** მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების გეგმის შემუშავება და მასში ცვლილებების შეტანა;
** გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმებთან დაკავშირებით კომუნიკაცია და წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებთან, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში/სასამართლოში საქმის წარმოებისას მონაწილეობის მიღება;
** დაინტერესებული პირების მიერ გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ შენიშვნებსა და კორესპონდენციაზე მუშაობა;
** გამოსასწორებელი ღონისძიებებისათვის აუდიტის დასკვნების მომზადების ზედამხედველობა;
** გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვის, შესრულებისა და შედეგების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** დაზიანებული გარემოს მოკვლევა და გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასება;
** კომპანიაზე დაკისრებული მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე შემუშავებული სანაცვლო და გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, საბუნებისმეტყველო პროგრამების მიმართულებებით უმაღლესი განათლების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook (შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნეს ტესტირება პროგრამების ცოდნის შეფასებასთან დაკავშირებით);
** გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცოდნა;
** გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გამართულად წერის უნარი.

სასურველია:

** გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV - ქართულ ენაზე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com არა უგვიანეს 2026 წლის 22 მაისის 18:00 საათისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე