Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721520&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ამბრელა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ამბრელა ჯგუფი" 2019 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით მრავალმხრივ სერვისებს. ჩვენი მიმართულებები მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო, სარემონტო და საინჟინრო მომსახურებებს, რის გამოც გაყიდვები არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე - თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა იმუშაოს მრავალ მიმართულებაზე და გაზარდოს საკუთარი შემოსავალი.

სამშენებლო-სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:30-18:00, 1 საათი შესვენება. შაბათი-კვირა: დასვენება
სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 1200 + მაღალი საბონუსე სისტემა (გაყიდულის პროცენტი და არა მოგების პროცენტი). 3000-7000 ლარი)
** თვეში 1 უქმე დღე (Day Off)
** კორპორატიულ სასაუბრო პაკეტს
** პროფესიულ ტრენინგებს
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

მოვალეობები:

** კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
** კომპანიის სერვისების პრეზენტაცია
** გაყიდვების პროცესის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ინჟინერიის, დიზაინის ან არქიტექტურის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. განიხილებიან როგორც შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატები, ასევე ახლად კურსდამთავრებულები;
** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@umbrella-group.ge

ვებსაიტი: UMBRELLA-GROUP.GE
Facebook /UMBRELLA GROUP/მშენებლობა- რემონტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია