|
დასახელება:
ქოსთ ქონთროლერი
|
| მომწოდებელი:
Ensana კურორტი საირმე
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში.
კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme South და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის დასახელება: ქოსთ ქონთროლერი
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციისა და მარაგების ყოველდღიური კონტროლი;
** საწყობის ნაშთების მონიტორინგი და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** შესყიდვების, დანახარჯებისა და თვითღირებულების ანალიზი;
** საკვები და სასმელი პროდუქციის ქოსთინგის მომზადება;
** მიღებული და გაცემული პროდუქციის დოკუმენტაციის კონტროლი;
** მომწოდებლების ინვოისებისა და ფასების გადამოწმება;
** ფინანსურ და ოპერაციულ დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
** დანაკარგებისა და გადახრების გამოვლენა/ანალიზი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** კომპანიის ფინანსური და შიდა კონტროლის სტანდარტების დაცვა;
** პროგრამებში მონაცემების შეყვანა და განახლება;
** პროდუქციის მოხმარებისა და ეფექტურობის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური და მათემატიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ფინანსური ანგარიშგებისა და ქოსთ კონტროლის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებისა და სასტუმროს/რესტორნის მართვის სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები;
** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
კომპანიის ბენეფიტი:
** ტრანსპორტირება;
** დაზღვევა;
** უფასო კვება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: t.meladze@sairmeresort.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: ქოსთ ქონთროლერი
|
|
|
|