Робота для біженців з України
უსაფრთხოების სუპერვაიზერი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.

რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme South და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: უსაფრთხოების სუპერვაიზერი

ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხოების გუნდის მართვა და ყოველდღიური საქმიანობის კონტროლი;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების დაცვაზე ზედამხედველობა;
** თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება;
** CCTV სისტემებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის მონიტორინგი;
** ინციდენტების დაფიქსირება, მოკვლევა და რეპორტინგი;
** უსაფრთხოების თანამშრომლების გრაფიკების კონტროლი და დავალებების განაწილება;
** შესვლა/გასვლის კონტროლის პროცესის მონიტორინგი;
** სახანძრო და ევაკუაციის პროცედურების კონტროლი;
** ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია უსაფრთხოების საკითხებზე;
** კომპანიის შიდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი კრიტიკულ სიტუაციებში;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
** CCTV და უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

კომპანიის ბენეფიტი:

** ტრანსპორტირება;
** დაზღვევა;
** უფასო კვება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "უსაფრთხოების სუპერვაიზერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე