Робота для біженців з України
წვეულებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წვეულებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.

რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme South და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: წვეულებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი

ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების, კონფერენციების, ქორწილებისა და კორპორაციული შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების დეტალურად განსაზღვრა;
** ღონისძიების ბიუჯეტის, დროის გეგმისა და ლოჯისტიკის მართვა;
** დეკორაციის, მუსიკის, კვებისა და ტექნიკური საკითხების კოორდინაცია;
** ღონისძიების მიმდინარეობის კონტროლი და პრობლემების ოპერატიულად მოგვარება;
** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია;
** სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ღონისძიებების შეთავაზებებისა და პაკეტების პრეზენტაცია;
** კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის მართვა;
** გაყიდვების ზრდასა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებაზე ზრუნვა;
** კომპანიის შიდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა;
** მრავალ დავალებასთან ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** კრეატიული და ინოვაციური მიდგომა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office და სხვა);
** გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკებების უნარები;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეტიკეტის დაცვა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

კომპანიის ბენეფიტი:

** ტრანსპორტირება;
** დაზღვევა;
** უფასო კვება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: უსაფრთხოების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე