Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721435&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: აგროტექნო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომპანია საქართველოში, აგროტექნო მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

აგროტექნო მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს!

https://at.com.ge/
https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრარული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!

ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: ფილიალის მენეჯერი (გორი)
ადგილმდებარეობა: გორი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 10:00 სთ დან -18:00 სთ მდე (შაბათი 10:00 სთ დან -14:00 სთ-მდე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700-2000 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი

პოზიციის მიზანი:

ფილიალის გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა, მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, ფილიალის ოპერაციული პროცესების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის ოპერაციული, კომერციული და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა
** ფილიალის გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვებში აქტიური მონაწილეობა, ზარების განხორციელება, შეხვედრები, შეთავაზებების მომზადება;
** CRM სისტემაში კლიენტების, ლიდების და გაყიდვების პროცესის სრული მართვა
** შემოსული ლიდების დამუშავება და გაყიდვაში გადაყვანა;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება და განმეორებითი გაყიდვების წახალისება;
** გაყიდვების გუნდის ყოველდღიური კოორდინაცია და კონტროლი (ფილიალის ფარგლებში);
** ადგილობრივი ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** საწყობის, სერვისისა და ნაწილების მაღაზიის კოორდინაცია ფილიალის დონეზე;
** ნაშთების, რეალიზაციის და დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფილიალის საქმიანობის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება;
** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel; power point);
** პრაქტიკული გამოცდილება აგრო ტექნიკაში/პროდუქტებში ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით უზრუნველყოფა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ჯანსაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

კონკურსის ეტაპები:

შესარჩევი სიის მომზადება;
გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@at.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივნისი. გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ფილიალის მენეჯერი (გორი).

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია