|
დასახელება:
გამყვანი ტურ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Check-In Travel
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
შპს "ჩექინ თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.
შპს "ჩექინ თრეველი" ეძებს გამოცდილ, პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ გამყვან ტურ ოპერატორს, რომელიც შეძლებს კლიენტებთან მაღალი ხარისხის კომუნიკაციას, გაყიდვების მართვასა და მოგზაურობის პროცესის სრულ კოორდინაციას.
https://www.facebook.com/checkintravel
ფუნქციები:
** ტურისტული პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა
** კლიენტის მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება
** ავიაბილეთების, სასტუმროების, ტურებისა და დამატებითი სერვისების ორგანიზება
** კლიენტთან სრული კომუნიკაციის მართვა
** CRM და კომპანიის შიდა სისტემებში ინფორმაციის სრულად ასახვა
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია
მოთხოვნები:
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გამყვან ტურიზმში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** გაყიდვების გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
** თანამედროვე სამუშაო სისტემებსა და პროცესებს
** მოტივაციისა და ბონუსების სისტემას
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
სამუშაო პირობები:
ლოკაცია: თბილისი, ბიძინა კვერნაძის ქ. 35
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაინტერესების შემთხვევაში, 30 მაისის ჩათვლით, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: checkintravelhr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: "გამყვანი ტურ-ოპერატორი".
|
|
|
|