|
დასახელება:
საოპერაციო ბლოკის სანიტარი
|
| მომწოდებელი:
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ბლოკის სანიტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N4
განაკვეთი სრული: ორშაბათი-პარასკევი
სასურველია: ქირურგიულ განყოფილებაში ან საოპერაციო ბლოკში მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტთა მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების-დამზადება/გამოყენება;
** სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
** სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია;
** ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
** პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: noboladze01@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 52 28 74
|
|
|
|