|
დასახელება:
სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
Tourinvest Group
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე რესტორან "არგო"-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** რესტორნის ყველა აქტივობის ზედამხედველობა და კოორდინაცია ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** შეკვეთების მართვა და სტუმრებთან ურთიერთობა;
** სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზის წარმოება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი #78;
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი);
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით;
** კვება: უზრუნველყოფილია;
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას;
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას;
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას;
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას;
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|