|
დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
iTechnics
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "iTechnics" ეძებს კონტენტ კრეატორს, რომელიც იმუშავებს კომპანიის სოციალური არხებისთვის ვიდეო კონტენტის შექმნაზე.
iTechnics არის ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Apple-ისა და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქცია, სმარტფონები, აქსესუარები, გაჯეტები და თანამედროვე ტექნიკა. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს ტექნოლოგიური სიახლეები მიაწოდონ მარტივად, საინტერესოდ და თანამედროვე ფორმატით.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის TikTok, Instagram და Facebook არხებისთვის Reels / Short Video კონტენტის გადაღება;
** პროდუქტების, აქციების, შეთავაზებებისა და სიახლეების ვიდეო ფორმატში წარმოჩენა;
** ტექნიკის პროდუქტების მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმით გადმოცემა;
** iTechnics-ის ბრენდზე მორგებული ტრენდული ვიდეო იდეების მოძიება;
** პროდუქტების რეალური გამოყენების სცენარების მოფიქრება და გადაღება;
** მოკლე, დინამიკური და აუდიტორიაზე მორგებული ვიდეო კონტენტის შექმნა;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად კონტენტ იდეებზე მუშაობა;
** ვიდეოს მარტივი მონტაჟი CapCut-ში ან სხვა მსგავს აპლიკაციაში.
მოთხოვნები:
** TikTok-ის, Instagram Reels-ისა და Facebook Reels-ის ფორმატების ცოდნა;
** სოციალური ქსელების ტრენდების კარგად გაგება;
** ვიდეო გადაღების და კადრის სწორად აწყობის ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება;
** ტექნიკით, გაჯეტებით და თანამედროვე პროდუქტებით დაინტერესება;
** სასურველია CapCut-ის ან სხვა მარტივი მონტაჟის პროგრამის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
** iTechnics-ის ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** დინამიკურ და კრეატიულ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მუშაობას;
** მარკეტინგის გუნდთან აქტიურ თანამშრომლობას;
** განვითარებისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: დისტანციური
** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: marketing@itechnics.ge და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმესთან ერთად გამოგვიგზავნოთ თქვენი გადაღებული ვიდეოების, TikTok-ის ან Instagram Reels-ის მაგალითები და პორტფოლიო.
|
|
|
|