Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721278&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ღვინის ინდუსტრია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - ღვინის ინდუსტრია
მომწოდებელი: Sunwine
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
Sunwine - ქართული ღვინის წარმოების სფეროში მზარდი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. ჩვენ ვქმნით ხარისხიან ღვინოს და ვმუშაობთ ბრენდის განვითარებაზე.

ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელსაც აქვს გამოცდილება და მოტივაცია, რათა ხელი შეუწყოს კომპანიის ზრდას, გაყიდვების გაფართოებას და ახალი კლიენტების მოძიებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების განვითარება (HoReCa / Retail)
** პროდუქციის პრეზენტაცია, დეგუსტაციების ჩატარება და ბრენდის წარდგენა
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** შეკვეთების მართვა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ანგარიშგება
** ბაზრის ტენდენციის მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი
** სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (უპირატესობა ღვინის ან FMCG სექტორში)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ინგლისური ენის ფლობა (ჩაითვლება უპირატესად)
** შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივა
** მართვის მოწმობისა და მანქანის ფლობა (აუცილებელია)

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას 2000 ლარს + ბონუსს გაყიდვებზე
** პროფესიულ ზრდასა და ღვინის სფეროში სიღრმისეული გამოცდილების მიღებას
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
** რეალურ შესაძლებლობას მაღალი შემოსავლისთვის
** შესაძლებლობას იმუშაოთ ქართული ღვინის განვითარებაზე ადგილობრივ ბაზარზე

თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და გინდა გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნე შენი CV.
საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტა- Sunwinegeo@gmail.com

ტელეფონი- +995 599 51 17 03
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია