Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721267&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: მედიტეკი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "მედიტეკი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია მედიტეკი წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის (ტრავმატოლოგიური/ორთოპედიული იმპლანტების) დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან და სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელი კომპანიების ორთოპედიულ იმპლანტებს.

ძირითადი ყოველდღიური სამუშაო ადგილი ქ. თბილისი და პერიოდულად მივლინებები რეგიონებში.
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი 400-1500 ლარი (ბონუსი დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობაზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** დღის მანძილზე კომპანიაში შემოსული შეკვეთების გამზადება საწყობში და სამედიცინო დაწესებულებაში მიწოდება, ჩაბარება შესაბამის განყოფილებაში;
** სამედიცინო დაწესებულებიდან პროდუქციის უკან დაბრუნება საწყობში;
** კლინიკებში დასაწყობებული პროდუქციის აღწერა ყოველკვირეულად და მარაგების შევსება;
** საჭიროების შემთხვევაში (ფორსმაჟორულ გარემოებაში) არასამუშაო საათების დროს პროდუქციის მიწოდება კლინიკისთვის (დამატებითი ანაზღაურების გათვალისწინებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო განათლების მქონე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** ორგანიზებულობა;
** არაკონფლიქტურობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: Meditekoffice@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია