|
დასახელება:
ტენდერი: ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საბავშვო ბაღების ეზოების ეკო-მეგობრული ინვენტარით/მასალით მოსაწყობად ექსპერტის მომსახურების გაწევის თაობაზე.
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.
მომსახურების მიზანი:
შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტში ჩართული 12 საბავშვო ბაღის გარე სივრცეების (ეზოების) შეფასება და რეკომენდაციების მომზადება უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული სათამაშო სივრცეების მოწყობისა და ეზოს აღჭურვის შესახებ.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
** ქ. თბილისის 12 საბავშვო ბაღში ვიზიტების განხორციელება
** არსებული ინფრასტრუქტურისა და გარე სივრცეების შეფასება, მათ შორის: ეკოლოგიური და მდგრადი მასალების გამოყენების შესაძლებლობა, სივრცის ფუნქციური დატვირთვისთვის საჭირო მასალებით აღჭურვის შესაძლებლობა, მწვანე სივრცეებისა და ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირების შესაძლებლობა და სხვა.
** თითოეული ბაღისთვის ინდივიდუალური რეკომენდაციების მომზადება ეკო-მეგობრული სათამაშო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის შესახებ, რომელიც მოიცავს: ეზოს ზონირებას, სათამაშო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის იდეებს, ინკლუზიური ელემენტების ინტეგრაციასა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ეკო-მეგობრული და მდგრადი მასალების გამოყენების რეკომენდაციებსა და სავარაუდო აღჭურვილობის/ინვენტარის დეტალიზებულ ჩამონათვალს.
** პროცესის მოკლე შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა, რომელიც მოიცავს თითოეული ბაღისთვის გაწეული რეკომენდაციებსაც.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური/იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი - იურიდიული პირის შემთხვევაში);
** განმცხადებლის კომპეტენციის ამსახველი CV ან მოკლე რეზიუმე;
** ტექნიკური წინადადება (მიდგომა და სამუშაო გეგმა)
** არსებობის შემთხვევაში - პორტფოლიო/წინა ნამუშევრები
** ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი უნდა იყოს სამუშაო დღეების რაოდენობა და თითო დღის ანაზღაურება, ასევე, მომსახურების ჯამური თანხა.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
მომსახურების გაწევის ვადები:
მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის ივნისი-სექტემბერი.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 21 მაისი.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტენდერი - ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
|
|
|
|