|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მსუბუქი ავტომობილების იმპორტის, ლოგისტიკური პროცესებისა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ოპერაციების ეფექტურ მართვაზე.
მიმართულება: მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და საერთაშორისო ტრანსპორტირება
ძირითადი მოვალეობები:
** ტრანსპორტირების პროცესების სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი
** სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი
** პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა
** ოპერაციული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია
** შიდა პროცესების გაუმჯობესებასა და ეფექტიანობის ზრდაზე მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა და ტრანსპორტირების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა — სავალდებულოა
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგი ცოდნა
** მაღალი ორგანიზაციული უნარები და მრავალ პროცესთან ერთდროულად მუშაობის გამოცდილება
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
** სამუშაო გარემო: პროფესიული, დინამიკური და განვითარების შესაძლებლობებით
თუ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgia@galaxyshipping.com
|
|
|
|