Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721215&print=yes&view=jobs
 
ელექტრო და სუსტი დენების მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო და სუსტი დენების მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო და სუსტი დენების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** მიმართულების ტექნიკური სტრატეგიის, სტანდარტებისა და სამუშაო მეთოდოლოგიების ფორმირება და დანერგვა
** მიმდინარე პროექტების ტექნიკური ნაწილის სისტემურ დონეზე მართვა და საიტზე მიმდინარე ოპერაციების კონტროლი
** საიტ ინჟინრების ხელმძღვანელობა, განვითარება, პროექტებზე განაწილება და მათი ტექნიკური მუშაობის კონტროლი
** პროექტებზე მიღებული ტექნიკური გადაწყვეტილებების შესრულებადების, ოპტიმიზაციისა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ტექნიკური გადაწყვეტების, ნახაზების, სპეციფიკაციებისა და საინჟინრო დოკუმენტაციის მაღალი დონის რევიზია
** Shop Drawing-ების, Method Statement-ების, Checklist-ებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის სტანდარტიზაცია
** მასალების ტექნიკურ შერჩევაში მონაწილეობა და კრიტიკული ტექნიკური გადაწყვეტილებების დამტკიცება
** ყველა პროექტზე ერთიანი ტექნიკური მიდგომისა და საინჟინრო სტანდარტების უზრუნველყოფა
** სისტემური ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაციის გზების შემუშავება
** საინჟინრო რესურსების, ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა
** საიტ ინჟინრებისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის შეფასება და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება
** ცოდნის გაზიარების, ტექნიკური ტრენინგებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა
** პროექტის მენეჯერებთან, შესყიდვების და QA/QC დეპარტამენტებთან აქტიური კოორდინაცია
** რთული ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში და ესკალაციების მართვაში მონაწილეობა
** ნახაზების ავთენტურობის, კალკულაციების, BOQ-თან შესაბამისობის, ტექნიკური დეტალების, საინსტალაციო გადაწყვეტებისა და სხვადასხვა სისტემების ინტეგრაციის შემოწმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება ელექტროინჟინერიის, ენერგეტიკის, ავტომატიზაციის ან სუსტი დენების სისტემების მიმართულებით
** ელექტრობისა და სუსტი დენების სისტემებში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
** საინჟინრო გუნდის ან მიმართულების მართვის გამოცდილება
** Shop Drawing-ების, As-Built დოკუმენტაციისა და ტექნიკური რევიზიის პრაქტიკული გამოცდილება
** BOQ-ების, კალკულაციების და ტექნიკური სპეციფიკაციების ანალიზის უნარი
** სხვადასხვა საინჟინრო სისტემების ინტეგრაციის ცოდნა
** AutoCAD-ისა და საინჟინრო პროგრამების ცოდნა
** საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება
** ქვეკონტრაქტორებისა და მრავალდისციპლინური გუნდების მართვის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ლიდერული უნარები და ტექნიკური დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება
** სასურველია დიდი მასშტაბის სამშენებლო / MEP პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: მიხეილ მაჭავარიანის ქუჩა 65
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00
** მივლინება საქართველოს მასშტაბით: თვეში საშუალოდ 2-3 დღე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია