Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721206&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სამშენებლო-სარემონტო კომპანია შპს "დეკოლაინ ქონსთრაქაშენი" რომელიც წარმატებით ოპერირებს როგორც საცალო, ასევე კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით, ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 10.000 (ათი ათასი) ლარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 9:30-18:30

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გააჩნია უმაღლესი განათლება;
** გააჩნია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში არანაკლებ 5 წლისა;
** სრულყოფილად იცის ქართული, ხოლო სასაუბროდ რომელიმე სხვა უცხო ენა;
** სრულყოფილად ფლობს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
** აქვს გაყიდვების გამოცდილება კონკრეტულად უძრავი ქონების ან სამშენებლო სექტორში;
** ზედმიწევნით ფლობს მომხმარებლებთან ურთიერთობის ასევე მომსახურების სტანდარტების ტექნიკებს;
** აქვს მართვის მოწმობა (B) კატეგორია.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** აწარმოოს მოძიებულ პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებები, გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით;
** არსებულ დამკვეთებთან მუდმივ რეჟიმში მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
** პოტენციურად საინტერესო ობიექტების ადგილზე მონახულება და ვიზიტი შემდგომი აქტივობის მიზნით; (მინიმუმ 4 შეხვედრა კვირაში);
** გაყიდვების სტიმულაციისთვის მარკეტინგული გეგმების შექმნა/განხორციელება/კონტროლი, უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ;
** გაფორმებული ხელშეკრულებების, მიწოდებული ხარჯთაღრიცხვების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მუდმივი კონტროლი;
** წინასწარ შეთანხმებული პრეზენტაციების, კომერციული წინადადებების მომზადება/ მათ შორის წარდგენა პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკების ჭრილში;
** განცხადებების განთავსება კონკრეტულ პლატფორმებზე/ ცივი და თბილი ზარების განხორციელება/ სატელეფონო კონსულტაციის გაწევა პოტენციური მომხმარებლებისთვის.
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება კვირის ჭრილში; კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე გაყიდვების რეპორტის მომზადება; და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით.

გაყიდვების მენეჯერს უნდა გააჩნდეს შემდეგი თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მრავალმხრივი კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობების უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება/დეტალებისადმი ყურადღება;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** დამოუკიდებლობა და გაბედულება გადაწყვეტილებების დელეგირებისას;
** დატვირთულ რეჟიმში, ისევე როგორც სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: cv@decoline.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია