|
დასახელება:
მუშა
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში მუშის (10 ვაკანსია, შტატგარეშე პოზიცია) პოზიციაზე
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
სამუშაო გრაფიკი შეადგენს თვეში 15 სამუშაო დღეს.
მუშის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ტექნიკური პერსონალისთვის ფიზიკური დახმარების გაწევა;
** საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის, ასევე ინვენტარის გადატანა/გადაზიდვა;
** სამშენებლო ნაგვისა და სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა;
** უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა.
აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:
** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/CV;
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს: ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ
შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორაციულ სადაზღვევო სისტემაში.
გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 13 მაისიდან 2026 წლის 29 მაისის ჩათვლით 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში. დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1.
ოთახი 118)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 577943905
|
|
|
|