Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721176&print=yes&view=jobs
 
ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევარი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევრის პოზიციაზე. პოზიცია განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე მოლეკულური ტექნოლოგიებით, კვლევითი საქმიანობითა და პროფესიული განვითარებით, მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიოლოგიური ნიმუშების დამუშავება და ნუკლეინის მჟავების/ცილების ექსტრაქცია
** რეალურ დროში PCR-ის ჩატარება, სექვენირება და მოლეკულურ-გენეტიკური ანალიზები
** მოლეკულური მეთოდოლოგიების ყოველდღიური გამოყენება, მათ შორის: ელექტროფორეზი, ჰიბრიდიზაცია, სპექტრომეტრია, NGS და ფლოუ ციტომეტრია
** კვლევების დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების ინტერპრეტაცია
** ლაბორატორიული აღჭურვილობის მოვლა და ბიოსაფრთხოების წესების დაცვა
** კვლევით პროექტებში მონაწილეობა და ინოვაციური დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვა
** მონაცემთა ანალიზი, სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა და პრეზენტაციების/სტატიების მომზადება

მოთხოვნები:

** მაგისტრის ან PhD ხარისხი ბიოსამედიცინო მეცნიერებებში (დამთავრებიდან 0-7 წლის ფარგლებში)
** ინგლისური ენის ცოდნა
** გამოცდილება ან ძლიერი ინტერესი მოლეკულური ბიოლოგიის/ბიომედიცინის მიმართულებით
** MS Office-ის ცოდნა
** მაღალი მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნება და სწავლის სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკულ ტრენინგს
** ინოვაციურ ბიოსამედიცინო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
** 6-თვიან კონტრაქტს გაგრძელების პერსპექტივით
** კონკურენტულ ანაზღაურებას 1000+ ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

თბილისი, საქართველო | სრული განაკვეთი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: hrvistamedi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია