|
დასახელება:
ბიზნეს ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14)
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით)
ინდუსტრია: გემბლინგი/სათამაშო ბიზნესი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნეს პროცესების, მოთხოვნების, სისტემებისა და მომხმარებელთა საჭიროებების სიღრმისეული ანალიზი, შესაბამისი ბიზნეს მოდელების შემუშავება, არსებული ბიზნეს მოდელების ოპტიმიზაცია, სხვადასხვა სცენარების ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა;
** სტრუქტურირებული დოკუმენტაციის შემუშავება და განახლება, მათ შორის User Story, პროდუქტის აღწერილობის დოკუმენტები, პროცესის აღწერის დიაგრამები;
** პროდუქტის მენეჯერებთან, დეველოპერებთან, დიზაინერებთან, ტესტერებთან, მონაცემთა გუნდებთან და დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ახალი ფუნქციებისა და ფუნქციონალის გაუმჯობესების პროცესის წარმატებით უზრუნველსაყოფად;
** პროექტის პროგრესის მონიტორინგი, რისკებისა და შეფერხებების იდენტიფიცირება და პრობლემების გადასაჭრელად სტრატეგიების შეთავაზება;
** KPI-ების მონიტორინგი ახალი ფუნქციონალების გავლენის გასაზომად და გასაუმჯობესებელი ნაწილების განსასაზღვრად;
** საჭიროებისა და რესურსების არსებობის შემთხვევაში სხვადასხვა პროდუქტების განვითარების პროცესში ჩართვა;
** დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და პროდუქტის ჭრილში არსებული ფუნქციონალის შინაარსის, რისკებისა და შესაძლებლობების გაცნობა;
კომპეტეციები და უნარები:
** ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის უნარი;
** User Story, Use Case და პროცესების აღწერის დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** Jira და Confluence-ის ცოდნა, SQL-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** KPI-ების მონიტორინგისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
** iGaming / Gambling ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელფოსტაზე: bettingcompany25@gmail.com
|
|
|
|