Робота для біженців з України
გაყიდვების პლატფორმების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების პლატფორმების მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პლატფორმების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

** GlovoApp Georgia LLC-სთან, შპს "ვოლტ ჯორჯიასთან", Bolt Operations OÜ-სთან და სხვა გაყიდვების პლატფორმებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით მათ მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიური პლატფორმების, კერძოდ, პლატფორმების რომლის მეშვეობითაც მობილური აპლიკაციის ან ვებსაიტის საშუალებით შესაძლებელია ადგილობრივი მომხმარებლებისათვის პროდუქტების შეთავაზება, გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** აპლიკაციების მართვა, მათ შორის მასში ასახული ინფორმაციის სისწორის, სიზუსტისა და სისრულის კონტროლი;
** ფილიალების მიერ აპლიკაციების სწორად გამოყენების მონიტორინგი, მითითებების გაცემა და შესრულების უზრუნველყოფა;
** აპლიკაციებში ფილიალების მიერ გააქტიურებული პროდუქტების მონიტორინგი, სისწორის შემოწმება; ასევე, ფილიალების მიერ აპლიკაციების მეშვეობით შეკვეთების მიღების სისწორის მონიტორინგი, შეკვეთის დადასტურებისა და შესრულების ვადების კონტროლი;
** GlovoApp Georgia LLC-სთან, შპს "ვოლტ ჯორჯიასთან", Bolt Operations OÜ-სთან და სხვა გაყიდვების პლატფორმებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომუნიკაცია აპლიკაციების გამართულად, სრულფასოვნად ფუნქციონირების მიზნით;
** აპლიკაციების მეშვეობით განხორციელებულ შეკვეთებთან მიმართებით შესაბამისი რეპორტების მომზადება, მათ შორის, ფილიალების ჭრილში შეკვეთების ანალიზი, ასევე, ცალკეული აპლიკაციის ჭრილში ანალიზი და სხვა;
** კომპანიის ვებ. გვერდის - assorti.ge-ს მეშვეობით მიღებული შეკვეთების მართვა, შესრულების უზრუნველყოფის ჩათვლით;
** GlovoApp Georgia LLC-ს, შპს "ვოლტ ჯორჯიასა" და სხვა პირისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, პროდუქციის მიწოდების მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
** მიწოდების მომსახურებიდან გამომდინარე შესაბამისი მონაცემების დამუშავება და რეპორტების მომზადება, მათ შორის, ფილიალების ჭრილში ასევე, მომსახურების გამწევი ცალკეული კომპანიების ჭრილში და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების პლატფორმების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე