Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721124&print=yes&view=jobs
 
ტრანსპორტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" რომელიც დაარსდა 2023 წელს. მომხმარებლებს სთავაზობს სახმელეთო გადაზიდვების ფართო სპექტრს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ტრანსპორტირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთან, რაც კლიენტებისთვის მრავალმხრივი მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს"-ი აცხადებს ტრანსპორტის სპეციალისტის ვაკანსიას.

ვაკანსიის აღწერილობა

მოვალეობები:

** სახმელეთო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეკვეთების შესახებ მოთხოვნის მიღება და მონაცემების დამუშავება
** შეკვეთის ტიპის მიხედვით შესაბამისი გადამზიდი კომპანიების/ექსპედიტორებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაციის მოძიება
** ტვირთის ტრანსპორტირების პროცესის მუდვიმი მონიტორინგი
** გადამზიდი კომპანიებისგან მიღებულ დოკუმენტაციაში და ინვოისებში არსებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება, გადარიცხვის თარიღის შეთანხმება და ინვოისების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან მიწოდება
** ახალი პარტნიორი კომპანიების (გადამზიდი კომპანიები/ექსპედიტორები) მოძიება

მოთხოვნები:

** აღნიშნული მიმართულებით გამოცდილება არ არის სავალდებულო
** საშუალო განათლება
** მათემატიკური უნარები
** გეოგრაფიის საბაზისო დონეზე ცოდნა
** რუსული ენა B1/ინგლისური ენა B1/თურქული ენა B1
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

შერჩევის პროცესი:

** გასაუბრებისთვის კანდიდატების შერჩევა (თუ კანდიდატი არ შეირჩა გასაუბრებისთვის მასთან დაკავშირება არ მოხდება)
** გასაუბრება

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ
** ადგილმდებარეობა: თბილისი, გაგარინის ქ. N13
** ხელფასი: 1500 ლარი დარიცხული არ აკლდება არანაირი გადასახადი + ბონუსი

ბენეფიტები:

** წელიწადში 5 კალენდარული ანაზღაურებადი დღე დამატებითი შვებულების სახით;
** წელიწადში 10 დღე ონლაინ მუშაობა;
** კორპორატიული წვეულებები და დასვენება;
** ტრენინგები;
** ორი თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევა სრული დაფინანსებით კომპანიის მხრიდან.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: career@imexcargo.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ ნიჭიერ თანამშრომელს.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია