|
დასახელება:
ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქუდოს ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საბუღალტრო ბაზაში ასახული ოპერაციების სისწორის პერიოდული შემოწმება და კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციებისათვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
** ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა და კორესპონდენციის წარმოება შემოსავლების სამსახურთან;
** საბუღალტრო და საგადასახადო ხასიათის კონსულტაციების გაცემა, როგორც პორტფელში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე პროექტში მომუშავე მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის;
** პორტფელში შემავალ კომპანიებთან დაკავშირებული ბუღალტრული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** პორტფელში შემავალი კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად, მენეჯერისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების შესასრულებელი სამუშაოების წარმოების პოლიტიკისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავება;
** ფინანსური რეპორტინგის წარმოება;
** პორტფელის მენეჯერის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველყოფა დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მათ შორის მინიმუმ 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე);
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (სასურველია Fina-ს სრულფასოვანი ცოდნა);
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 30 მაისამდე წარმოადგინოთ LinkedIn Jobs - ის შესაბამისი ფუნქციით ან გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი მინიმალური სახელფასო განაკვეთი.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით
|
|
|
|