|
დასახელება:
კლინიკის რეცეფციის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ჩაჩავას კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
"ჩაჩავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
1. პაციენტების მიღება და მომსახურება, ვიზიტის მიზნის გარკვევა, პაციენტის რეგისტრაცია პროგრამაში; რიგის კოორდინაცია; საჭირო ინფორმაციის მიწოდება პაციენტისთვის
2. სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია, შემომავალი ზარების მიღება; ვიზიტების ჩაწერა/გადავადება/გაუქმება; ექიმებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცემა
3. ვიზიტების დაგეგმვა და კალენდრის მართვა, ექიმების გრაფიკების მართვა; ჩაწერის სისტემის კონტროლი; ვიზიტების დადასტურება; დაგვიანებებისა და ცვლილებების კომუნიკაცია
4. დოკუმენტაციის წარმოება
** პაციენტის ბარათების/ფორმების მომზადება; ხელშეკრულებებისა და თანხმობის ფორმების გაცემა; მონაცემების სწორად შეყვანა; კონფიდენციალურობის დაცვა; ქვითრების გაცემა; დაზღვევასთან დაკავშირებული პირველადი ინფორმაციის მართვა
5. მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა
** პაციენტთან პროფესიული და ემპათიური კომუნიკაცია
6. შიდა კოორდინაცია
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაცია
** თავაზიანობა და ემპათია
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია
** კონფიდენციალურობის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასურველია კლინიკაში/სერვისში მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის ცოდნა
** სასურველია კლინიკური პროგრამების ცოდნა
** ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური/რუსული
გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@chachava.ge
პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩაჩავას კლინიკისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე.
თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ კლინიკამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ჩაჩავას კლინიკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ჩაჩავას კლინიკა-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
|
|
|
|