Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721086&print=yes&view=jobs
 
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო პურის მოედანი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო "Puris Moedani Hotel Tbilisi" სტუმარ-მასპინძლობის ჰოლდინგის "Marco Polo Group Hospitality"-ს წევრია.

"Puris Moedani Hotel Tbilisi" აცხადებს მზარეულის დამხმარეს ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 1300 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მენიუებში არსებული კერძების "მიზან-პლასის" მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით, კომპანიაში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და შრომის შინაგანაწესის დაცვით
** სამზარეულოში დანერგილი სტანდარტების (მათ შორის HACCP) დაცვა
** ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება
** ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირება შეფ მზარეულთან
** ეფექტური თანამშრომლობა სამზარეულოს გუნდის სხვა წევრებთან, დახმარება და ხელშეწყობა სამუშაო პროცესში, საჭიროებისამებრ
** სამზარეულოს ინვენტარის სწორად გამოყენების უზრუნველყოფა, დანაკარგების მინიმიზაცია
** სამზარეულოს დასუფთავების პროცესებში ჩართულობა, საჭიროებისამებრ
** ობიექტის თანამშრომელთა დახმარება სამზარეულოსა და ობიექტის გამართულად მუშაობისთვის საჭირო აქტივობებში (მათ შორის შესყიდული პროდუქციის პირადად მიღება)
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები და უნარები:

** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

** წვლილი ერთიანი მიზნის მიღწევაში - MP Group-ში შენ ხარ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი — ქმნი ისეთ ადგილს, სადაც ადამიანები და ისტორიები ერთმანეთს ხვდებიან. შენი როლი მეტია, ვიდრე უბრალოდ სამუშაო მოვალეობა.
** განვითარების სივრცე სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდში ყოფნა ნიშნავს არამარტო ერთ პოზიციას, არამედ შესაძლებლობას — გადახვიდე სხვა ობიექტზე, მიიღო ახალი გამოცდილება და განავითარო შენი უნარები რეალურ გარემოში.
** ბენეფიტები, რომლებიც შენზეა მორგებული - სპეციალური ფასები MP Group-ის სხვა სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს — ჩვენ შენს პროფესიულ ზრდას და ყოველდღიურ კომფორტსაც ვაფასებთ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 598261612.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია