Робота для біженців з України
მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ჩვენ შესახებ

"ალიანს ჯგუფი" პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც წამყვან გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობით შექმნა სასტუმროს ტიპის მულტიფუნქციური კომპლექსები, დანერგა თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები და ჩამოაყალიბა გამორჩეული საინვესტიციო კულტურა.

20 წელი, 25-ზე მეტი პროექტი და $1.5 მილიარდის ინვესტიცია - "ალიანს ჯგუფი" საერთაშორისო ბრენდებთან (Hyatt, Marriott, Hilton) კოლაბორაციით ქმნის სრულყოფილ საინვესტიციო პროდუქტს, სადაც მასშტაბური მშენებლობა და მაღალი კლასის სტუმარმასპინძლობა ერთიანდება.

პოზიციის აღწერა

ეს არის გაყიდვების შემდგომი მომსახურებისა და კლიენტებთან ურთიერთობის (Account Management) პოზიცია. თქვენი მთავარი მისია არსებულ ინვესტორებთან გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის შენარჩუნებაა. თქვენ იქნებით მათი ძირითადი საკონტაქტო პირი შეძენის შემდგომ ეტაპზე და შესთავაზებთ ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

ძირითადი მოვალეობები:

ინვესტორებთან ურთიერთობა:

** ინვესტორებთან გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება/მართვა;
** კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** მშენებლობის პროგრესისა და სიახლეების შესახებ პროაქტიული კომუნიკაცია;
** კლიენტების უკუკავშირის სისტემური მონიტორინგი და შიდა ანგარიშგება.

დამატებითი გაყიდვები (Upsell / Cross-sell):

** არსებული ინვესტორებისთვის ახალი პროექტების, სარემონტო ან სადიზაინო მომსახურების შეთავაზება (ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია);
** სარემონტო და სადიზაინო პროცესების კოორდინაცია და ინვესტორის მუდმივი ინფორმირება.

ადმინისტრირება:

** ინვოისების მომზადება, გადახდების განრიგისა და ვადების კონტროლი;
** კლიენტთა მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და დამუშავება;
** იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება;
** კომპანიის პროდუქტების სრულყოფილი ფლობა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (Fluent);
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციური და ინტერპერსონალური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური ხედვა;
** მოლაპარაკებების წარმართვის კულტურა და ლიდერული პოტენციალი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** სამუშაო გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის ან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას; (განიხილება ინდივიდუალურად)
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს; შესაძლებლობას, იმუშაოთ პრემიუმ კლასის მულტიფუნქციურ პროექტებზე საერთაშორისო ბრენდებთან ერთად.

დაგვიკავშირდით:

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) 2026 წლის 13 ივნისამდე - hr@alliance.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: Customer Relations Manager.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება;

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე