|
დასახელება:
გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პორტლინკსი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
სატრანსპორტო კომპანია "პორტლინკსი" აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას სარკინიგზო, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან 1500 ლარამდე + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა (ქართული ენის ცოდნა აუცილებელია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: npavliashvili@port-links.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|