Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: CNK Hotel
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ერეკლე ტატიშვილის ქ. 10 მდებარე, 25 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "CNK Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5/2 ცვლა, 9 საათი 07:00-15:00 ან 15:00 -23:00
ანაზღაურება: 1200 ლარი + თიფსი

ძირითადი ფუნქციები-მოვალეობებია:

** სტუმრებისთვის მომსახურების გაწევა კომპანიაში არსებული სტანდარტების სრული დაცვით
** სტუმრებისთვის მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობისა და მომზადების წესების ახსნა
** შეკვეთების მიღება და სტუმრამდე დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** სალარო ოპერაციების წარმოება
** სამუშაო ადგილზე ჰიგიენური სტანდარტების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** სასურველია პროგრამა "Area.ly"-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტული ხელფასი;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** სამუშაობა გამოცდილების მიღება სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
** დინამიური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევის დამატებითი პაკეტი;
** გასართობი სივრცეები, გუნდური ღონისძიებები, წვეულებები და მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში;
** კვება და ფორმა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: miminoshvili.m99@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეზიუმე გამოგზავნეთ ინგლისურ ენაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში "მონაცემები") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის შიგნით თქვენი კანდიდატურის შეფასების მიზნით. მონაცემთა დამუშავება განხორციელდება არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, მოიცავს მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორიცაა შეგროვება, მოძიება, შენახვა და ა.შ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე