Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721028&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალის პოზიციაზე

"PSP Pharma" არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.
2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

"PSP Pharma" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

რატომ PSP ფარმა?

PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვენება;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა, შემოსულ ზარებზე პასუხი და სწრაფი რეაგირება;
** აფთიაქების გახსნისა და დახურვის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** აფთიაქებში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა, დისტანციურად.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია