Робота для біженців з України
ჰორეკა წარმომადგენელი/მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰორეკა წარმომადგენელი/მენეჯერი
მომწოდებელი: ეინშენთ ველი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია "ეინშენთ ველი" (https://ancientvalley.ge/) ეძებს კანდიდატს ჰორეკა წარმომადგენლის/მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია ფლობს საწარმოებს რაჭასა და კახეთში. ღვინო იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტზე.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი პოზიციონირება ადგილობრივ HoReCa სექტორში და გავაფართოოთ პარტნიორული ქსელი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** HoReCa სექტორში (რესტორნები, ბარები, სასტუმროები) გაყიდვების განვითარება
** სტრატეგიული კლიენტების (Key Accounts) მართვა და გრძელვადიანი ურთიერთობების შენება
** ახალი პარტნიორების იდენტიფიცირება და მოზიდვა
** პროდუქციის პრეზენტაცია, დეგუსტაციების და ტრენინგების ორგანიზება
** მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (მათ შორის FMCG სექტორში)
** სასურველია HoReCa მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** ბრენდის პრეზენტაციისა და storytelling-ის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურების პაკეტი: ფიქსირებული 1600 ლარი ხელზე ასაღები და ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
** ცვეთის ყოველთვიური ანაზღაურება;
** საწვავით უზრუნველყოფა;

თუკი ზემოთ აღწერილმა გააღვივა თქვენი ინტერესი რომ გაგვიცნოთ, მოუთმენლად ველოდებით თქვენს რეზიუმეს: hr@ancientvalley.ge

მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე