Робота для біженців з України
ჰორეკა მიმართულების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰორეკა მიმართულების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მაისი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "მაისი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა (HORECA) მიმართულების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ხელფასი: 2000₾ ფიქსირებული + ბონუსი, შესრულებული გეგმის 4% რაც საშუალოდ შეადგენს (1500-4500 ლარი)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების გაწერა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება (HoReCa) გაყიდვების სფეროში;
** მოქმედი მართვის მოწმობა B კატეგორია;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** შრომისმოყვარეობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მეილზე: GM@maisigeorgia.com 30.06.2026-მდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე