Робота для біженців з України
მიმღები ადმინისტრატორი/რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები ადმინისტრატორი/რეცეფციონისტი
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
შპს "რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის / რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #12, King David-ის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გსურს მიიღო გამოცდილება დიდ, საერთაშორისო კომპანიაში, გამოიყენე შესაძლებლობა და შემოუერთდი რომპეტროლის მეგობრულ გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზიტორების მიღება და მათი დაკვალიანება;
** ვიზიტორთა რეგისტრაცია;
** ვიზიტორების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
** შემოსული ზარებზე პასუხის გაცემა და მათი გადამისამართება;
** ელ. ფოსტაზე მიღებული წერილების სორტირება და გადამისამართება;
** გამავალი შეტყობინების მომზადება და გაგზავნა კურიერთან;
** საკურიერო მიწოდების უზრუნველყოფა;
** შეხვედრების ოთახის დაჯავშნა;
** შეხვედრის მონაწილეებთან შეხსენების გაგზავნა;
** შეხვედრის ოთახის კალენდრის მართვა;
** ადმინისტრაციული დეპარტამენტის აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Word, Excel, Outlook, PPT) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული, ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1300 ლარი
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოკლე სამუშაო დღეს პარასკევს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. შემდგომ ხდება ინფორმაციის დეპერსონალიზაცია.

იმ შემთხვევაში, თუ, ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე