|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Frere
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
მამაკაცის ყოველდღიური და კლასიკური ტანსაცმლის მაღაზია "Frere" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და მოდით დაინტერესებულ კონსულტანტს ქ. თბილისში. ჩვენთან თქვენ გახდებით მომხმარებლის პირადი მრჩეველი და დაეხმარებით მათ ინდივიდუალური სტილის შექმნაში.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის გახსნა და დაკეტვა დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, სტილისა და ზომის შერჩევა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ორიენტირებულობა და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
** მაღაზიაში წესრიგის დაცვა, პროდუქციის მიღება, დაორგანიზება და ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** გაყიდვების ყოველდღიური აღრიცხვა.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 ან 6 სამუშაო დღე (09:30-დან 18:30-მდე);
ანაზღაურება: დღიური ფიქსირებული 40 ლარი + დამატებითი ბონუსი გაყიდვებიდან (თვეში საშუალოდ 300-დან 500 ლარამდე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტანსაცმლის გაყიდვების მიმართულებით);
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: freremenswear@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ: "კონსულტანტი".
|
|
|
|