Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720979&print=yes&view=jobs
 
ელექტრო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: Green Energy
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"Green Energy" დაფუძნდა 2017 წელს და უზრუნველყოფს მზის სადგურის პროექტირებას და მშენებლობას. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, რომლებმაც ამ მიმართულებით ოპერირება დავიწყეთ საქართველოს ბაზარზე.

დღეის მდგომარეობით "Green Energy"-ს გუნდმა უკვე დააპროექტა და სრული სტანდარტის დაცვით დააინსტალირა 17 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგურები.

თუ ხარ ელექტრიკოსი და ამავდროულად გაინტერესებს მზის ენერგია, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდს!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი;
** ქ. თბილისი, ი. აბაშიძის # 34/36;
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;
** ხელფასი 1800 ლარიდან, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად;
** მეგობრული კოლექტივი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ვაკანსია: ელექტრო ინჟინერი

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (ენერგეტიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში;
** ელექტრული სქემების შედგენა;
** ელექტრული უჯრედების გამართვა/გაწყობითი სამუშაოების გამოცდილება;
** უსაფრთხოების მინიმუმ მესამე ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCAD, ასევე Excel და Word;
** ინგლისური ენის ცოდნა - B1 დონე | სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი, კომერციული და ინდუსტრიული ობიექტების ელ. პროექტების მომზადება
** მზის სადგურების პროექტირება;
** კომუნიკაცია უცხოელ მომწოდებლებთან;
** უსაფრთხოების ნორმების და შიდა სტანდარტების დაცვა;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებული;

ჩვენ გთავაზობთ განვითარების პერსპექტივას, განსაკუთრებით მზის სადგურების მიმართულებით და საინტერესო პროექტებში ჩართულობას.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე info@greenenergy.ge

საკონტაქტო ნომერი: დაგვიკავშირდით: 551 68 55 11.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ელექტრიკოსი) წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Green Energy"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Green Energy"-ს ბაზაში 1 წლის ვადით.

https://greenenergy.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია