Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720975&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ციცინათელა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"ციცინათელა" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი პარკია, სადაც წარმოდგენილი მრავალფეროვანი ატრაქციონები ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.
ციცინათელა ის ადგილია, სადაც პატარები ახალ, ჯადოსნურ თავგადასავლებში ერთვებიან. დიდები კი - ბავშვობაში ბრუნდებიან და იმ დროს მიღებულ ემოციებს კიდევ ერთხელ განიცდიან.

ამ ერთ დიდ ჯადოსნურ თავგადასავალში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნატანები (შეკვეთილი), გასართობი პარკი "ციცინათელა";
ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
განრიგი: დღის / ღამის ცვლა;
დასაქმების ტიპი: სეზონური;

ძირითადი მოვალეობები:

** გასართობი პარკ "ციცინათელას" შიდა და გარე ტერიტორიების სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** გასართობი სივრცეების, საოფისე ფართების, სველი წერტილებისა და სხვა ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო პროცესში შესაბამისი უნიფორმის გამოყენება;
** დასუფთავების საშუალებებისა და ინვენტარის გაფრთხილება და სწორად გამოყენება;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს მუდმივი შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) hr@bsa.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე 598848450.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შპს "სთარინგ ჯორჯია"-ს მონაცემთა ბაზაში ინახება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი განაცხადის განხილვისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ შპს "სთარინგ ჯორჯია"-სთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ აღნიშნული მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაცემულ იქნას ან/და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.
აღნიშნულ პირობებზე თანხმობა წარმოადგენს თქვენი კანდიდატურის განხილვის აუცილებელ წინაპირობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია