Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720971&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოფის დენტალი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"ოფის დენტალი" აცხადებ ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ₾ 2500 ხელზე ასაღები
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ამ პერიოდში დასაქმებულის ხელფასი შეადგენს 2000 ლარს)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: ლვოვის 63

** პრიორიტეტი მიენიჭება სტომატოლოგიური განათლების მქონე კანდიდატს.
** სასურველია, რომ კანდიდანტს ჰქონდეს მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია, რომ კანდიდატს ქონდეს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ბონუსი დამოკიდებულია გაყიდვების გეგმების შესრულებაზე.

ჩვენ ვართ ჯიენჯი - სტომატოლოგიისთვის საჭირო განათლების, განვითარების საშუალების, მასალების, აპარატურის და ტექნიკური მხარდაჭერის მიმწოდებელი კომპანია.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე admin@giengi.ge, გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოს ვაკანსიის დასახელება

გაყიდვების თანამშრომლის მოვალეობები

გაყიდვების თანამშრომელი ვალდებულია მოახდინოს ყოველდღიური კავშირი მომხმარებლებთან საკომუნიკაციო ყველა საშუალებით რაც გააჩნია კომპანიას, ასევე დაგეგმოს მათთან ვიზიტები და იარონ კარდაკარ პრინციპით შეხვედრებზე. მიიღოს მონაწილეობა კონფერენციებში და ქარხნებში ვიზიტების მხრივ, როგორც საზღვარგარეთ ისე ქვეყნის შიგნით, შესაბამისად იაროს მივლინებებში. გაყიდვების თანამშრომელი ვალდებულია, ზუსტად და დროულად შეისწავლოს და დამუშაოს ყველა ის საჭირო ინფორმაცია, კომპანიის პორთველში არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებით, რათა შემდგომ შეძლოს მომხმარებლებისთვის წარდგენა და მათი რეალიზაცია, კომპანიის ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე. ვალდებულია სრული სიზუსტით და დროულად, მიაწოდოს საწყობის სამსახურს და ბუღალტერიას ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია რაც დაკავშირებულია მომხმარებლებთან, გარიგების სახესთან, პირობებთან და ა.შ. მოამზადოს ანალიტიკური ინფორმაცია, გაყიდვებთან, მომხმარებლებთან და პროდუქტებთან დაკავშირებით. აწარმოოს ბაზები და მოახდინოს პერიოდული განახლება. უზრუნველყოს ბაზების უსაფრთხოდ შენახვა და მოსთხოვოს ადმინისტრაციას, აიტი სამსახურთან დაამყაროს შესაბამისი კომუნიკაცია და მიიღოს შედეგი. აღნიშნული ინფორმაცია წარადგინოს კონკრეტული პერიოდების მიხედვით გაყიდვების დირექტორთან და კომპანიის დირექტორთან. მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციას მომხმარებლებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე. შემდგომ მოითხოვოს იურიდიულად და ბუღალტრულად დამუშავებული აღნიშნული ხელშეკრულება და მიაწოდოს მომხმარებლებს, ყველა საჭირო პროცედურის დაცვით. უზრუნველყოს ექიმების ინფორმირება ნებისმიერ მოსალოდნელ ღონისძიებებთან დაკავშირებით კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.
დაგეგმოს ღია კარის დღეები, კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები. იქონიოს საკონსულტაციო ჯგუფთან კომუნიკაცია სამედიცინო საკითხებზე. აქტიურად ჩაერთოს ახალი პროექტების დაგეგვმაში და განხორციელებაში კომპანიის ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე. აკონტროლოს სუბსაწყობები თავისი კონტრაგენტების მიხედვით. დროულად, ზუსტად მოახდინოს საყობის და ბუღალტერიის ინფორმირება არსებულ საკითხთან დაკავშირებით, აკონტროლოს მომხმარებლების დავალიანება და პირველმა მოახდინოს რეაგირება. უზრუნველყოს სათანადო კომუნიკაცია, მიაქციოს ყურადღება მომხმარებლებს კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. მოიპოვოს მომხმარებლებზე და კონკურენტებზე, ყველა საჭირო ინფორმაცია რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ შესაბამის კანონებს, დადგენილებებს და ა.შ. ადევნოს თვალი კომპანიის სოც პლათფორმებს და მომხმარებლების მხრიდან დასმულ კითხვებს დროულად და ამომწურავად უპასუხოს, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე. აკონტროლოს და დროულად უპასუხოს კომპანიის შიდა და გარე მეილებს, მიიღოს მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა, სარეკლამო პოსტერები და ვიდეო რგოლები. შეთანხმებული წერილობით დასტურის შემთხვევაში. თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს. ასევე ვალდებულია დაიცვას კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია და არ უნდა გადასცეს გარე პირს ან პირებს, თუ ეს ეწინააღმდეგება კომპანიის ინტერესებს. ვალდებულია ყველა საკითხი რაც ეხება კომპანიის ინტერესებს შეათანხმოს კომპანიის დირექტორთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია