Робота для біженців з України
ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
სს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

მომსახურების გაწევის ვადა: მინიმუმ 1-წლიანი ხელშეკრულება.
დაზღვეულთა რაოდენობა: 250+

სს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ტენდერს თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევაზე: ჯანმრთელობის დაზღვევა, უბედური შემთხვევისგან დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა, თბილისში და რეგიონებში.

ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი პირობები წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

** თანამშრომლების ასაკობრივი ზღვარი - ულიმიტო: დაზღვევას ექვემდებარებიან საოჯახო პაკეტის მეშვეობით - მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად), შვილები 18 წლამდე, მშობლები და და-ძმა (65 წლამდე);
** ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში (დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე) თანამშრომლების (რაოდენობის მიუხედავად), როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო პაკეტში დაზღვეულთა დამატებისა და გამოკლების შესაძლებლობა;
** ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სადაზღვევო ორი პაკეტი: ერთი მინიმალური ღირებულების სადაზღვევო პაკეტი (65-ლარიანი ინდივიდუალური (მხოლოდ თანამშრომლის და/ან შვილი 18 წელს ზემოთ დაზღვევა) და 182-ლარიანი საოჯახო (თანამშრომელი + მეუღლე + შვილები (რაოდენობა შეუზღუდავად)) და მეორე სადაზღვევო პაკეტი შედარებით მაღალი ღირებულების (100%-იანი და 90%-იანი დაფარვით). მოცემული პაკეტის ღირებულება არის შემოსული წინადადებების შედარებისთვის, შერჩეულ კომპანიებთან ინდივიდუალურად მოხდება დაკავშირება შემდეგი მოლაპარაკებებისთვის;
** საოჯახო დაზღვევის პაკეტის ღირებულება უნდა იყოს ერთი და არ უნდა შეიცვალოს პაკეტში დაზღვეულთა რაოდენობიდან გამომდინარე. საოჯახო პაკეტში დაზღვეულების რაოდენობა შეიძლება იყოს 2 და "+" პირები (თანამშრომელი და მეუღლე, ან/და თანამშრომელი, მეუღლე და შვილები (18 წლამდე));
** ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების (მათ შორის ქრონიკული დაავადებები) და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერი კლინიკის შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
** გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
** თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი საქართველოს მასშტაბით;
** ანგარიშსწორების პირობები;
** დაზღვეულისთვის სადაზღვევო პროცედურის დეტალური აღწერა - მომსახურების მიღების სურვილიდან დაწყებული, ანაზღაურების მიღებით დასრულებული;
** გამონაკლისი შემთხვევებისთვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (გთხოვთ მიუთითოთ თანხა).
ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

** შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 20 მაისი, 2026 წ. (18:00-მდე);
** სატენდერო წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dhl.ge

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:

ჯორჯიან ექსპრესის HR დეპარტამენტი
სს "ჯორჯიან ექსპრესი"
სათავო ოფისი: ა. წერეთლის 105, თბილისი 0119
ტელ.: (+995032) 676060
ელ. ფოსტა: hr@dhl.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე