|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აიტიკრაფტი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
კომპანია "ITCraft"-ი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №19
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე
კომპანიის შესახებ:
"აიტი კრაფტი" არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია IT სფეროში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციებსა და მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებაზე.
ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ საოპერაციო მენეჯერს პროცესების ოპტიმიზაციისა და გუნდის ეფექტურობის გასაზრდელად.
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო მართვა: კომპანიის ყოველდღიური პროცესების დაგეგმვა, მონიტორინგი და მართვა;
** გუნდის კოორდინაცია: თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და სამუშაო ნაკადების ეფექტური კოორდინაცია;
** ხარისხის კონტროლი: გაწეული მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** რესურსების მართვა: მასალებისა და რესურსების ოპტიმალური გადანაწილება;
** კომუნიკაცია: პარტნიორ და გეგმურ კომპანიებთან მუდმივი საქმიანი ურთიერთობა;
** ანალიტიკა და პრობლემების გადაჭრა: არსებული გამოწვევების ანალიზი და მათი სწრაფი, ეფექტური მოგვარება;
** რეპორტინგი: ყოველდღიური რეპორტინგის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
მოთხოვნები:
** კარგი კომუნიკაციის, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@itcraft.ge.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საოპერაციო მენეჯერი.
|
|
|
|