Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720879&print=yes&view=jobs
 
სუპერმარკეტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერმარკეტის მენეჯერი
მომწოდებელი: მ.ა.მ
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** ანაზღაურება: 1500
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-14:00
** კვირაში ერთი დღე დასვენება

ლოკაცია - თბილისი:

** დიღმის მასივი - 4 მიკრო,
** სვანეთის უბანი - ნორიოს აღმართი,
** ისანი - წულაძის ქუჩა,
** საბურთალო - ბურძგლას ქუჩა,
** ვარკეთილის მეურნეობა - გუდამაყრის ქუჩა,
** წინუბანი - მშვიდობის ქუჩა (ლილო).

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

გთავაზობთ კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ მეილზე: human.resource.m.a.m@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557666428
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია