Робота для біженців з України
ბიზნეს ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ასისტენტი
მომწოდებელი: Intco
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
გინდა სამსახური, სადაც ყოველდღე ერთნაირი რუტინა არ იქნება?

გაინტერესებს ბიზნესი, ახალი პროექტები, განვითარება და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო?

მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.

საქართველოში მოქმედი, სწრაფად მზარდი კომპანია "Intco" ეძებს ბიზნეს ასისტენტს, რომელიც იმუშავებს უშუალოდ კომპანიის დამფუძნებელთან და ჩართული იქნება სხვადასხვა საინტერესო მიმართულებასა და ახალი პროექტების განვითარებაში.

ეს არ არის უბრალოდ "ასისტენტის" პოზიცია.

ეს არის შესაძლებლობა:

** ყოველდღიურად ისწავლო ახალი რამ
** მიიღო გამოცდილება ბიზნესის მართვასა და პროექტებში
** ჩაერთო ახალი მიმართულებების განვითარებაში
** იმუშაო დინამიკურ და თანამედროვე გარემოში
** გახდე კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი

რას მოიცავს პოზიცია?

** დირექტორის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში
** ელფოსტებთან და კომუნიკაციასთან დახმარება
** ახალი პროექტებისთვის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
** სხვადასხვა ბიზნეს-იდეისა და მიმართულების კვლევა
** ახალი ბიზნესისა და სხვა პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა
** ლოკაციების, ბაზრისა და რეგულაციების კვლევა
** პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია
** გარკვეულ მარკეტინგულ საკითხებში ჩართულობა
** სხვადასხვა საინტერესო და არასტანდარტული ამოცანის შესრულება

ვის ვეძებთ?

ადამიანს, რომელიც:

** არის ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
** შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება
** არ ეშინია ახალი საკითხების სწავლა
** უყვარს მრავალფეროვანი და აქტიური სამუშაო გარემო
** შეუძლია ინფორმაციის სწრაფად მოძიება და დალაგება
** ფლობს Excel/Google Sheets-ს საბაზისო დონეზე

ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ?

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს
** რეალურ ჩართულობას ბიზნესისა და ახალი პროექტების განვითარებაში
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** უშუალო მუშაობას კომპანიის დამფუძნებელთან
** გამოცდილებას, რომელიც ბევრად სცდება "ჩვეულებრივ ოფისურ სამსახურს"
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და უნარების მიხედვით)

შერჩევის პროცესი:

** CV
** მოკლე სატესტო დავალება
** გასაუბრება

თუ გინდა იყო გარემოში, სადაც მუდმივად ვითარდები და სწავლობ — გამოგვიგზავნე CV intcoveric@gmail.com და მიუთითე სათაურში: "ბიზნეს ასისტენტი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე