Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720838&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო ზედამხედველი, სამშენებლო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ზედამხედველი, სამშენებლო დირექტორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ზედამხედველისა და სამშენებლო დირექტორის პოზიციებზე.

1) სამშენებლო ზედამხედველი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესების ყოველდღიური მონიტორინგი და ზედამხედველობა;
** სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება და შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისობის კონტროლი;
** კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოების ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო პროცესებისა და ტექნიკური სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზების უნარი.

2) სამშენებლო დირექტორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების სრული მართვა და კოორდინაცია;
** პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და რესურსების კონტროლი;
** სამშენებლო გუნდის მართვა და ოპერაციული პროცესების ორგანიზება;
** ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტის ტექნიკური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის კონტროლი;
** კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამშენებლო სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** ძლიერი მენეჯერული და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:
sofi.meshvelishvili@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია