Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720833&print=yes&view=jobs
 
უმცროსი შოკოლატერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი შოკოლატერი
მომწოდებელი: შოკოტელა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შოკოლატერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

ჩვენ ვართ პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ შოკოლადის ნაწარმს.

პოზიციის აღწერა:

დაინტერესებული ხართ შოკოლადის ხელოვნებით და გსურთ შეისწავლოთ ეს გამორჩეული პროფესია?

შოკოლატერის ხელობა საქართველოში ჯერ კიდევ ახალი და უნიკალური დარგია, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. პრემიუმ კლასის შოკოლატერები დღეს ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები არიან საკონდიტრო ინდუსტრიაში.

ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაეუფლოთ ამ პრესტიჟულ პროფესიას სრულიად ნულიდან! გამოცდილი შოკოლატერის ხელმძღვანელობით თქვენ შეძლებთ ეტაპობრივად შეისწავლოთ პრემიუმ კლასის შოკოლადის ნაწარმის დამზადების ყველა საიდუმლო და გახდეთ ამ იშვიათი პროფესიის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

პირველი 6 თვე გამოსაცდელი პერიოდი

ძირითადი მოვალეობები:

** გამოცდილი შოკოლატერის ზედამხედველობით პროდუქციის მომზადება;
** ინგრედიენტების მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა;
** ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით დასაწყობებაში დახმარება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** მითითებული საქმის ზედმიწევნით და ყურადღებით შესრულება;
** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სწავლის და პროფესიული განვითარების სურვილი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონდიტერად ან სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV: info@chocotella.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია