Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720832&print=yes&view=jobs
 
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: მაღაზია სეზონი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
მაღაზია "SEZONI * სეზონი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

მაღაზია "SEZONI * სეზონი" წარმოადგენს სეზონური პროდუქციის (საახალწლო პროდუქცია, აუზი, ბატუტი, საბავშვო სათამაშოები, წვრილი სამზარეულოს ტექნიკა და ა.შ.) საბითუმო მაღაზია/საწყობს.

ლოკაცია: თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-შაბათი (10:00-დან 18:00-მდე)
შესაძლებელია: 5-დღიანი სამუშაო გრაფიკიც

ანაზღაურება:

** ანაზღაურებადი სტაჟირება
** 1500 ლარი სტაჟირების შემდგომ (მზარდი: კვალიფიკაციის, სტაჟისა და საქმის შესრულების ხარისხის შესაბამისად (ანაზღაურების ოდენობის გადახედვა ხდება ყოველ 6 თვეში) (5 დღიანი ცვლის შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი ანაზღაურება)
** პრემია (გაიცემა შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით)
** ბონუსი ე.წ. LIVE გაყიდვების შემთხვევაში თითოეულ გაყიდულ ნივთზე

ვაკანსიის აღწერა:

ვაკანსია განკუთვნილია: შედეგზე ორიენტირებული, აქტიური, პოზიტიური, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მქონე კლიენტთა მომსახურების მენეჯერისთვის.

ძირითადი მოვალეობა:

** პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით მომხმარებლების სრული მომსახურება (საცალო/საბითუმო)
** მარაგების კონტროლი
** შოურუმში განთავსებული სარეალიზაციო პროდუქციის ეფექტურობაზე ზრუნვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა
** ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის შესაძლებლობა
** სიახლეებთან მარტივად ადაპტირება

პრიორიტეტული უნარ-ჩვევები (არასავალდებულო):

** ინგლისური ენის ცოდნა (არასავალდებულო)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (არასავალდებულო)
** ე.წ. LIVE-ბის წაყვანის გამოცდილება/შესაძლებლობა (არასავალდებულო)
** BUSINESS სოციალურ ქსელთან მუშაობის გამოცდილება (არასავალდებულო)

პერსპექტივა:

** კარიერული განვითარება
** მზარდი ხელფასი
** მივლინებები

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგვიგზავნეთ CV.

CV უნდა გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: INFO@SEZONI.GE ან SEZONIGE@GMAIL.COM

CV-ში აუცილებლად უნდა იყოს თანდართული ფოტო (ფოტოს გარეშე არ განიხილება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია