|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
საწარმოო კომპანიაში ვეძებთ ორგანიზებულ, სტრატეგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ შესყიდვების მენეჯერს.
სამუშაო გრაფიკი: სრული 40 სთ კვირაში.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: 2000+ ლარი; (გამოცდილების მიხედვით)
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის საჭიროებების შესაბამისად;
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი და ალტერნატიული პროდუქტებისა და პოტენციური მომწოდებლების კვლევა;
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია მათი შესყიდვების საჭიროებების დასადგენად;
** ზედნადებების (RS) კონტროლი და შესყიდვების დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების მართვა;
** მონაცემთა ბაზის მართვა;
** შესყიდვის, წარმოებისა და გაყიდვების პროცესების პროგრამული აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი აღრიცხვა;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება;
საჭირო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების Excxel-ის ცოდნა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრული, ინოვაციური და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** კარიერული განვითარება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: foodcompany2403@gmail.com და აღწერაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|