Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720828&print=yes&view=jobs
 
პროექტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"IT Tech" არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ.

კომპანია გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება, ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
** გაყიდვებისა და პროექტების განვითარების სტრატეგიის/ბიუჯეტის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** მიმდინარე პორტფელის მართვა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება;
** კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და სტრატეგიული თანამშრომლობების განვითარება;
** პროექტების ფარგლებში კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების მომზადება და კონტრაქტების მართვა;
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული რელევანტური დავალებების შესრულება;
** მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** MS Office, 1C და Bitrix სისტემების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია