Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720827&print=yes&view=jobs
 
დიასახლისთა ჯგუფის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისთა ჯგუფის კოორდინატორი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისთა ჯგუფის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** უნივერსიტეტის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** დიასახლისების გუნდის სამუშაო პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** სამუშაო გრაფიკების, სართულებისა და ფუნქციური ზონების ეფექტიანი გადანაწილების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა შვებულებების, ჩანაცვლებებისა და საოპერაციო საჭიროებების დაგეგმვა;
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის მონიტორინგი და მიმდინარე საოპერაციო საკითხების დროული მართვა;
** სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი უნივერსიტეტის ყველა სივრცეში;
** საჭირო ინვენტარის, საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი და დროული მოთხოვნების ინიციირება;
** თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების მიწოდება სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** უნივერსიტეტის სივრცეების მოწესრიგებულობისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფაში მხარდაჭერა;
** შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია საოპერაციო საჭიროებების ეფექტიანი მართვის მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივნისი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია