Робота для біженців з України
ექსპედიტორი/საწყობის უფროსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპედიტორი/საწყობის უფროსი
მომწოდებელი: ტრეიდ პარტნერი
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია "ტრეიდ პარტნერი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის (დასტავკა)/საწყობის უფროსის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის კონტროლი და აღწერების ჩატარება
** საწყობში პროდუქციის შესაბამისად დალაგება და განთავსება
** პროდუქციის მიღება მითვლა
** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება
** კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე განთავსება
** სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია

პროფესიული უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** დავალებების სწორად გადანაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე career@tradepartner.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ექსპედიტორი/საწყობის უფროსი ბათუმში) წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია "ტრეიდ პარტნერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე