|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას.
სამუშაო პოზიცია: ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ხელფასი - 1915 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი,
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
** პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sakuraconstructiongeo@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: sakuraconstructiongeo@gmail.com
|
|
|
|