Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720775&print=yes&view=jobs
 
ფოტოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფოტოგრაფი
მომწოდებელი: Social Pulse Agency
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
"Social Pulse Agency" აცხადებს ვაკანსიას ფოტოგრაფის პოზიციაზე, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შექმნის თანამედროვე, მაღალი ხარისხის ვიზუალურ კონტენტს სხვადასხვა ბრენდისა და პროექტისთვის.

სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

ძირითადი მოვალეობები:

** ფოტო გადაღება სარეკლამო, კომერციული და სოციალური მედიის პროექტებისთვის;
** პროდუქტისა და ივენთების ფოტოგრაფია;
** ვიდეო გადაღება სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის;
** ფოტოების დამუშავება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფოტოგრაფად მუშაობის გამოცდილება;
** ვიდეოგრაფიის გამოცდილება;
** ფოტოების დამუშავება შესაბამის პროგრამაში;
** კრეატიული ხედვა და თანამედროვე ვიზუალური ესთეტიკის შეგრძნება;
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული მიდგომა სამუშაო პროცესის მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული განვითარების პერსპექტივას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: socialpulsegeorgia@gmail.com

გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება — "ფოტოგრაფი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია